მთავარი » ᲡᲘᲐᲮᲚᲔ » მოგესალმებათ ჯეოჰოტელიერსის გუნდი

მოგესალმებათ ჯეოჰოტელიერსის გუნდი

GeoHotelier Logo

ჩვენ ვიწყებთ! ჯეოჰოტელიერსის ამბიციაა, იქცეს #1 საინფორმაციო საშუალებად ქართველი ჰოტელიერებისათვის. ეს არის სივრცე, სადაც თავს იყრის სიახლეები ტურიზმის, სტუმართმასპინძლობის, არქიტექტურის, მოგზაურობის, დიზაინის, მოდისა და ცხოვრების სტილის შესახებ. აქ გაეცნობი სფეროს პროფესიონალებს, პროფესიულ ანალიზს, თანამედროვე ტენდენციებს და შთამაგონებელ ისტორიებს როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური სცენიდან. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ პროფესიონალები, კრეატორები და დაინტერესებული მკითხველები ერთიან პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი გახადოთ პროფესიული სიახლეები.